"ცესკო"-სა და "ოცნებას" არ შევარჩენთ უკანონობას - მსვლელობა საარჩევნო კომისიისკენ

გამოქვეყნდა:

ოპოიზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იკრიბებიან. ისინი მსვლელობა ცენრტრალური საარჩევნო კომისიისკენ გამართავენ. 

"თამარ ჟვანია არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი, რომელმაც შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დავალება. მე მინდა შევახსენო ყველას - არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ცესკოს და ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობდა ტოტალურ გაყალბებაში, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება სასამართლოს წინაშე", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

ამასთან, ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ ივანიშვილს ვეღარ უშველის მუქარა, დაშინება, რადგან ხალხი თანხმდება, რომ არჩევნები გაყალბებულია. 

"უახლოეს დღეებში მოგიწევთ აღიარება, რომ არჩევნები გაყალბდა და მოგიწევთ ხელისუფლებიდან წასვლაც. დღევანდელი მსვლელობით ვეუბნებით ჟვანიას და "ოცნებას", რომ არ შევარჩენთ უკანონობას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე.

 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქციაც - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი