მომავალ კვირას, 3 საათზე მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს პარლამენტთან - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მომავალ კვირას აქცია დააანონსა და საზოგადოებას მოუწოდა, არ შეეგუონ გაყალბებულ შედეგებს. 

"ვინც ახლა თვალს გვადევნებს, იცოდეს, რომ ყოველდღიურად პარლამენტთან ვიქნებით უფრო და უფრო მეტნი. ის რაც გუშინ იყო, ეს არ არის არჩევნები, არც დემოკრატია და არც ევროპა, ეს იყო საარჩევნო მოროდიორობა, რასაც არ შევეგუებით. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული, მათ შორის, საერთაშორისო თვალსაზრისითაც. პირველი, რასაც ვაკეთებთ, მომავალ კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ, პარლამენტთან", - ამბობს ვაშაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 98.34%. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაყალბებული ოქმები (განახლებადი) იხილეთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი