გიორგი რურუას ადვოკატი და გამომძიებელი გლდანის ციხეში მივიდნენ

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი და გამომძიებელი გლდანის მე-8 დაწესებულებაში რურუასთან შესახვედრად მივიდნენ. 

"დღეს გამოიკითხება გიორგი რურუა. ჩვენ არ გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ. მასზე თავდასხმა იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თავდამსხმელები მოულოდნელად გამოჩნდნენ რურუასთან ახლოს - ესეც მიუთითებს, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი", - ამბობს ადვოკატი. 

გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რურუას დაპირისპირების შედეგად სახის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება. 

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური დაკვეთა იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი