სანამ კოვიდი არ დადასტურდება, ჩვენგან არავინ არ მოვაო - კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდის ოჯახი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

ახალგაზრდა ვირუსით 1 ნოემბერს გარდაიცვალა, დასკვნა კი მისი ინფიცირების შესახებ ოჯახმა დაგვიანებით, მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

ოჯახი ამბობს, რომ მძიმე ავადმყოფი კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს და მას სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა. 

გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, 112-ში ორჯერ დარეკეს და ორივეჯერ უპასუხეს, რომ კლინიკებში ადგილი არ იყო. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი საავადმყოფომ ის მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც საქმეში ნაცნობი ჩაერია, თუმცა მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმე იყო, რომ ახალგაზრდა ქალი ვეღარ გადაარჩინეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტს სხვა დაავადება არ ჰქონია და ის უყურადღებობის მსხვერპლია. მათივე თქმით, ამ დრომდე არავინ მისულა სახლში იმისთვის, რომ დეზინფექცია ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

  • თბილისი - 7 
  • აჭარაში - 5,
  • იმერეთი - 6
  • შიდა ქართლში - 1
  • მცხეთა-მთიანეთში -1 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი