100 ინფიცირებული და 1 გარდაცვლილი 24 საათში - ეპიდვითარება შიდა ქართლში

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კორონავირუსით 100 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა ერთი.

გარდაცვლილია 81 ქალი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. 

როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსის სულ 1036 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც ბინაზე 507 პირი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი და თვითიზოლაციის რეჟიმი მოეხსნა 91 მოქალაქეს. თვითიზოლაციაში რჩება 1425 პირი.

დღეს, 3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა
 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი