გურჯაანში მომხდარი ავარიის ფაქტზე თელავის სამმართველოს უბნის გამომძიებელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი", - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა, მათ შორის, დაკავებული ინსპექტორ-გამომძიებლის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით.

საქმეზე გამოძიება  276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი