ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 381 გახდა.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 46817
  • გამოჯანმრთელებულია - 31170
  • მათ შორის გარდაცვლილია - 381
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3080
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2428
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4355, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 47 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი