"ოცნება" ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდება - პარალელურად მიმდინარეობს აქცია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრები, საპარლამენტო არჩევნებზე სასაუბროდ, შერატონში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა დახურული ფორმატისაა. 

"ოცნების" ლიდერებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, პარალელურად შერატონთან აქცია იმართება - შეკრებილები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. 

ეუთომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას თქვა, რომ "არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი