არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს - მოქალაქეები "შერატონთან" აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ხმაურია სასტუმრო "შერატონთან" სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეუთო/ოდირის მისიას ხვდებიან. გარეთ მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

"გვინდა მოვუწოდოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და გავაგებინოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით არჩევენების შედეგებს და ტოტალურ გაყალბებას, ქართული ოცნების წარმომადგენლებს კი მუდმივ დისკომფორტს შევუქმნით, მანამ, სანამ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - არჩევანის გაკეთების უფლებას არ დაგვიბრუნებენ", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აქციებს პერმამენტულად გააგრძელებენ სადაც "ქართული ოცნება" მივა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი