
ხმაურია ბათუმში უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან - არასამთავრობო ორგანიზაცია "იმოქმედე"-ს და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სარჩევნო კომისიამ ბოქლომი დაადეს. მათი თქმით, ამით აპროტესტებენ 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს.
ადგილზე პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობა მოვიდა. სამართალდამცავებმა ბოქლომი მალევე მოხსენს, თუმცა ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
"სანამ ჩვენ ხმებს არ დაგვიბრუნებენ, თითოეულ ჩვენგანს, ასე ბოქლომებით გავუგრძელებთ მათ დარჩენილ ცხოვრებას. ისინი აუცილებად უნდა დაისაჯონ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთანაც. პოლიტიკური პარტიები აქ განცხადებას 5 საათზე გააკეთებენ.
წინასწარი შედეგებით აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებულმა ოპოზიცამ 8 მანდატი მოიპოვა, თუმცა ოპოზიციური პარტია მათზე უარს ამბობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.