
მოქალაქეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ ბათუმშიც - ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ, 3 ნოემბერს, შეიკრიბნენ და ღამე გაათენეს. ოპოზიციის ლიდერები დღის განმავლობაში რამდენიმე აქტივობას გეგმავენ. 5 საათზე ისინი პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ, შემდეგ კი კონცერტი გაიმართება.
წინასწარი შედეგებით აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებულმა ოპოზიცამ 8 მანდატი მოიპოვა, თუმცა ოპოზიციური პარტია მათზე უარს ამბობს.
"ყველა მოქალაქე უნდა გამოვიდეს და ერთად დავდგეთ, ერთად დავიცვათ ჩვენი ხმები, ეს არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს", - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ვარშალომიძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.