კოვიდსასტუმროში 60 წლის ქალი გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

თბილისის ერთერთ კოვიდსასტუმროში 60 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 5 დღის წინ სასწრაფო გამოიძახეს, რადგან მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.სასწრაფოს ექიმებმა კი 60 წლის ქალი, კლინიკის ნაცვლად, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს - ოჯახი სამედიცინო პერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

თავის მხრივ, ნათესავები ამტკიცებენ, რომ ქალს კორონავირუსი არ ჰქონია. 

"არ მკურნალობდნენ, მხოლოდ საჭმელს აწვდიდნენ. ანალიზებიც ძალიან გვიან აუღეს", - ამბობს ოჯახი. 

კოვიდსასტუმროს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი