"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ცესკოს დღევანდელი ბრიფინგის სპიკერად ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის, გამოჩენას ეხმიანება.
"ისა და, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia, HR (კადრების სამსახურის უფროსი, ძველებურად რომ ვთქვათ) რატომ აკეთბს თქვენი სახელით განცხადებებს, შემთხვევით პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა და უარი ხომ არ განაცხადა გამპრავებელი დანაშაულებრივი ტექსტების კითხვაზე? HR არა, აწი პირდაპირ ზავხოზი ალაპარაკეთ უწყების სახელით, მაგ რეზულტატებს ჩაქუჩით და ქლიბით თუ გაასწორებთ აწი. ასეა გენაცვალე, სული ტკბილია, არავის არ უნდა ციხეში წასვლა ავადმყოფი ივანიშვილის და მისი მონაკლოუნების გამო. ვინც ჯერ ვერ მიხვდა, აწი ნელნელა ისინიც გამოაკლდებიან თქვენს რიგებს. ჩამოშლა ქვია ამას", - წერს ნიკა გვარამია.
ჩვენ დავუკავშირდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა გაგვერკვია, კონკრეტულად რა გახდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ბრიფინგზე გამოჩენის მიზეზი. მათ 2-ჯერ გვითხრეს, რომ "უბრალოდ, ასე იყო დაგეგმილი" და HR-ის სპიკერობა სხვა არაფერმა განაპირობა.