გაყალბებული ოქმების ფეისბუქ-კამპანია დაფინანსებულია - "ცესკოს" განცხადება

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ფეისბუქზე გაყალბებული ოქმების გვერდი დაფინანსებულია, კამპანიურ ხასიათს ატარებს და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეების პროტესტს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

"აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი - გაყალბებული ოქმები. მსგავს დაფინანსებულ გვერდზე, გავრცელებული ოქმები, რომელიც თითქოს გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადი უნდობლობისადმი გაჩენას", - თქვა ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა ერთერთი ოქმი პენიტენციური დაწესებულებიდან, რომელიც, მისი თქმით, მოქალაქეებმა გაყალბებულად მიიჩნიეს, თუმცა ყალბი არ არის, რადგან, პატიმრებს, რომლებიც შესაბამის მისამართზე რეგისტირებული არ არიან, არ აქვთ უფლება მისცენ ხმა მაჟორიტარებს.

"აქვე კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ რომელიც დევს ამავე გვერდზე, ეს არის 22-58-68 უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც არცერთი ციფრი და მონაცემი არ არის შეცდომით, თუმცა ამ გვერდზე განთავსებულია, როგორც გაყალბებული, ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება, ეს შემაჯამებელი ოქმი, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნიდანაა და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის," - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

"ცესკოს წარმომადგენელმა" ასევე თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ოქმებთან დაკავშირებულ საჩივრებზე მოკვლევას ჩაატარებს და საფუძველის აღმოჩენის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს შედეგების შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადეს და მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. 

საზოგადოების შეფასება, რომ არჩევნები გაყალბდა იხილეთ აქ.

"ცესკოს" გაყალბებული ოქმები (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ერთი და იგივე ოქმის 2 ფოტო - "ცესკომ" რიცხვები გადააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი