ამოვიღეთ 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, დაკავებულია 1 პირი - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 33 წლის ნ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს.

"პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილოგრამამდე ჰეროინს შეიცავს", - წერია უწყების განცხადებაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი