
5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან დამატებით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 401 გახდა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 2 , იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 401 გარდაცვალების შემთხვევა", - თქვა ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონალური განაწილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ჯამში ქვეყანაში 638 მძიმე პაციენტია, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 293 პირი რჩება.
5 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.