ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის 3 ბენეფიციარს და 10 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების  რამდენინე შემთხვევა გამოვლინდა. პანსიონატის დირექტორის, მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფოცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ამასთან, პანსიონატში რამდენიმე პირის ტესტის პასუხს  ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

მათი ინფორმაციით, დაინფიცირება, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან მოხდა. პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ.

ხანდაზმულთა სახლში სულ 98 ბენეფიციარი ჰყავთ.

5 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2  289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 49 218;
  • გამოჯანმრთელებულია - 33 459
  • მათ შორის გარდაცვლილია - 401
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 080
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 428
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4355, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 31 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი