ყველა დამსაქმებელი შეეცადეთ დისტანციურ მუშაობაზე გადახვიდეთ - მაია ცქიტიშვილი 

გამოქვეყნდა:

ვიცეპერემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყველა დამსაქმებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანოს. 

ჩვენ ასევე უკვე მოვუწოდეთ, ჩვენს საჯარო სექტორს, ასეთი მითითება არის გაცემული საჯარო სექტორში, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში და ჩვენ უკვე მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა ჩვენს დამსაქმებელსაც და დღესაც მინდა გავიმეორო ეს მოწოდება და გთხოვოთ, ყველა დამსაქმებელს მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან, - ამბობს მაია ცქიტიშვილი 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 49 218;
  • გამოჯანმრთელებულია - 33 459
  • მათ შორის გარდაცვლილია - 401
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 160
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 446
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 489, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.
  •  

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი