პიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადს ეტაპობრივად შეუშვებენ

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 6 ნოემბრიდან კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე პიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადს ეტაპობრივად შეუშვებენ.

რიგები გაკონტროლდება მეტროსადგურებზე:

  •  "ვარკეთილის";
  • "ახმეტელის თეატრის";
  •  "დიდუბის";
  •  "სადგურის მოედნის"

მგზავრთა ნაკადს მეტროპოლიტენის თანამშრომლები დააკვირდებიან და გადატვირთვის შემთხვევაში შეზღუდავენ მათ გადაადგილებას.

აქვე, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 49 218;
  • გამოჯანმრთელებულია - 33 459;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 401;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 160;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები - 2 446; 
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 489, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი