ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 423 გახდა.

6  ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდაგამოჯანმრთელდა 3560 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 51 993
  • გამოჯანმრთელებულია - 37 019
  • მათ შორის გარდაცვლილია - 423
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 094
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 438
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი