"თერჯოლამედიში" კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ადგილების არ ქონის გამო ვერ მიიღეს. სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ კლინიკაში მიყვანილი 66 წლის კაცს სუნთქვის პრობლება ჰქონდა. ექიმებმა უთხრეს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი აპარატურა მძიმე პაციენტის მისაღებად.
"ადგილი თუ არ მაქ როგორ მივიღო, ამას სჭირდება რეანიმაცია, მაქვს ჩვეულებრივი ადგილი თერაპიაში, სადაც ჟანგბადის წყარო არ არის, სადაც "ლაითი" პაციენტებია, იქ როგორ წავიყვანო, კაცი სულ ღაფავს,"- ამბობს ექიმი
ამასთან, საავადმყოფოს ექიმები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადანაშაულებდნენ, რომ ინფიცირებული პაციენი იმ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც ადგილები არ არის.