გორში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი დაგვიანებული მკურნალობის გამო გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

გორში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე კაცი რისკ ჯგუფი იყო, თუმცა მედიკოსებმა ის საავადმყოფოში სამკურნალოდ გვიან გადაიყვანეს და დამძმებული მდგომარეობს გამო მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3560 ადამიანი გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი გარდაიცვალა.  

ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 51 993
  • გამოჯანმრთელებულია - 37 019
  • მათ შორის გარდაცვლილია - 423
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 094
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 438
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი