
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა არ შეუწყონ ხელი ვირუსის გავრცელებას და ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების მზაობა გამოთქვა.
"მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს არის ჩართული პოლიტიკურ პოროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც დღეს ებრძვის მთელი მსოფლიო. სოციალური დისტანცირება ეს რჩება კვლავ ყველაზე ეფექტურ იარაღად ვირუსთან ბრძოლაში და შესაბამისად ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის", - ამბობს ტიკარაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3560 ადამიანი გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.