დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 754 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.  

ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 54 852;
  • გამოჯანმრთელებულია -  39 773;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 441;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 015;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 599;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 670;
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი