ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარეები არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობენ. მათი თქმით, "ოცნებამ" თითქმის ყველა გასაყალბებელი მექანიზმი და, მათ შორის, 13-პუნქტიანი გეგმა გამოიყენა, რომლის მთავარი რგოლი იუსტიციის სამინისტროა.
"31 ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტო იყო გაყალბების მასშტაბებით. ამ მიზნით გამოიყენეს გადასატანი ყუთებიც. ყველამ ვნახეთ კადრები, სადაც ე.წ. ძველი ბიჭები და პოლიცია თანამშრომლობენ და ეწინააღმდეგებიან მათ, ვინც არჩევნების გამჭვირვალედ წარმართვას ცდილობს", - ამბობს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი კობალაძე.
საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომლები იმასაც ამბობენ, რომ მოქმედი თავმჯდომარეები მიკერძოებულად და პოლიტიზირებულად აირჩიეს, რის გამოც, სავარაუდო იყო, რომ ისინი შეასრულებდნენ კონკრეტულ მითითებებს შედეგების გასაყალბებლად.
შეგახსენებთ, რომ გაყალბების 13-პუნქტიან გეგმაზე გუშინ გადაცემაში "დღის სტუმარი" ცესკოს სხვა ყოფილმა თავმჯდოამრეებმაც ისაუბრეს.
ამასთან, არჩევნების გაყალბებაში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა "ცესკოს" ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე ბურდულმაც.