ამომრჩეველს უთხრეს, რომ არის შშმ პირი და მეორედ მიაცემინეს ხმა გადასატანი ყუთით - მუმლაძე გაყალბების სქემაზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია 20/20-ის წევრი, გიორგი მუმლაძე, ამბობს, რომ "ოცნებამ" არჩევნების გაყალბება 31 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე დაგეგმა და ამის გამოვლინება იყო ყველა ის თავდასხმა და შანტაჟი, რომელთა ობიექტიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გახდნენ. 

"რომ არა ჟურნალისტები, ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშ იდგნენ ოპოზიციურად განწყობილი დამკვირვებლები. გარდა ამისა, თავმჯდომარეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებდნენ. ჩვენ ფაქტებით შეგვიძლია დავადასტუროთ, როგორ გაყალბდა არჩევნები - მათ შორის, გადასატანი ყუთი მიიტანეს ისეთ ადამიანთან, რომელსაც უკვე მიცემული ჰქონდა ხმა. ერთერთ ამომრჩეველს საერთოდაც უმტკიცებდნენ, რომ შშმ პირია", - ამბობს მუმლაძე. 

შეგახსენებთ, რომ კვირას, 8 ნოემბერს,  3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი