რუსთაველზე, პარლამენტის წინ ამ დრომდე რჩებიან აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები. ისინი აპირებენ, რომ მთელი ღამე ადგილზე დარჩნენ.

ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მომავალ კვირას გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ დღეს, 1 ნოემბერს აქცია გაამრთა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

ამ დრომდე ადგილზე რჩება ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე და მოქალაქეები.

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი