ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვიდეომიმართვაში მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ სიმპტომებიდან ძირითადად აღენიშნება ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.
სასულიერო პირი ინფიცირებულებს ურჩევს რომ იარონ ფეხით და იმოძრაონ რაც შეიძლება მეტი.
ჯერ გაციება დამეწყო… შემდეგ, კანფეტი მაქვს მძაფრი მენთოლიანი არომატით, რომ გავსინჯე, ნელ-ნელა გემო ვერ ვიგრძენი. მივხვდი, რომ სავარაუდოდ, კოვიდი მექნებოდა. მერე სუნიც ვერ ვიგრძენი.
თუ დაგემართათ, ეს არ არის ტრაგედია. დღეში ორი საათი სწრაფი სიარული არის პირველი წამალი. თურმე ამ დაავადებას თან დაყვება სახსრების ტკივილი და მოქმედებს სისხლის შედედებაზე. ამიტომ, არ დაგეზაროთ ვარჯიში და სიარული - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.