მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა და ამჟამინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 50 263 958-ს აღწევს. 

ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 36 მილიონი ადამიანი (35 550 153), 1.2 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა (1 256 354). 

დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა შემდეგ 5 ქვეყანაზე მოდის: 

  • ამერიკის შეერთებული შტატები - დაინფიცირდა 10 182 818 
  • ინდოეთი - დაინფიცირდა 8 507 754
  • ბრაზილია - დაინფიცირდა 5 653 561
  • რუსეთი - დაინფიცირდა 1 753 836
  • საფრანგეთი - დაინფიცირდა 1 748 705

ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 14 მილიონს აღწევს, საიდანაც კრიტიკულად მძიმე 90 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული ზრდაც მოჰყვა და ეს კარგად ჩანს Worldometers-ის გრაფიკზე: 

წყარო:worldometers.info

აქვე შეგახსენებთ, რომ COVID-19 საქართველოში პირველად 26 თებერვალს დადასტურდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი