ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შენგელიას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
"მშვიდად და უსიმპტომოდ მივიღე ვუჰანელი COVID-19-ის გამოწვევა, ვრჩები იზოლაციაში და აქედან შევუტევ ვერაგ ვირუსს", - წერს შენგელია.
შენგელია პროფესიით ექიმია. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ბოლო დღეებში სამსახურში არ დადიოდა და თანამშრომლებთან შეხება არ ქონია.
ცნობისთვის, კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა. ინფიცირებული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში დამატებით 2 901 ადამიანი ინფიცირდა.