პოლიციამ მათი დაკავებით, შიშებისგან დაიზღვია თავი - აქციაზე დაკავებული აქტივისტების ადვოკატი

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესცი ხვალ გაიმართება. მათ ცოტა ხანში დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიიყვანენ. 

​ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე ადვოკატმა მოინახულა. ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, დაკავება უსაფუძვლოა და პოლიციამ ამ ქმედებით "შიშებისგან დაიზღვია თავი". მისივე თქმით, აქტივისტებს ბრალად ედებათ "ჟანრის კლასიკა" - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი