ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან დამატებით 2 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 47 390 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში დამატებით 2 970 ადამიანი ინფიცირდა, 22 კი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 63 650 
  • გამოჯანმრთელებულია -  47 390
  • მათ შორის გარდაცვლილია - 521
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2982
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი