პოლიციის ეზოში პოლიციელბმა დაკავებულ აქტივისტ გიორგი მჟავანაძეზე იძალადეს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის ადვოკატის ინფორმაციით, მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის ეზოში მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს და სახელმწიფო ინსპექტურის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. 

"პოლიციის ეზოში მას ორმა პოლიციელმა, მინიმუმ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული, ამის თაობაზე მივმართეთ სახლემწიფო ინსპექტორს, დაიწყო გამოძიება და დილით გიორგი მჟავანაძეს სასამართლოში გადაყვანამდე გამოკითხავენ", - ამბობს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც მოინახულა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი