ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის, #59-ე საოლქო-საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი. 

ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის, თქმით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის კაცები. 65 წლის კაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, არტერიული  ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი", - ამბობს მაღლაფერიძე.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტი მკურნალობს. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ჯამში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი