ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ისნის საოლქო კომიაისთან 4 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულ შეცვალეს 5 აქტივისტს. სულ ამ ინციდენტის გამო დაკავებული იყო 7 აქტივისტი, გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის გამოაცხადა.
ადვოკატები გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებენ.
"არცერთი მტკიცებულება, რომელიც მტკიცებულებათა სტანდარტს აკმაყოფილებს არ დევს საქმეში და სასამართლოს მიერ იქნა გამოტანილი დადგენილება, ყოვლგვარი გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ განაცხადა, რომ სამართლებრივადამ ქვეყანაში თავისუფალი პროტესტი არის დასჯადი და ვინც გააპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაყალბების და ანტიდემოკრატიის ფაქტებს ის იქნება დასჯილი", - თქვა ადვოკატმა, გიორგი ცობეხიამ.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო ქარაშვილისთვის გამონაკლისი აღმოჩნდა ერთერთი ატივისტი, ტიტე გედენიძე, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გამამრთლებელი განაჩენით გაათავისუფლეს.
ისნის საოლქო კომისიასთან პოლიტიკოსები და აქტივისტები საჩივრების განუხილველობას და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
ავტორი: საბა ბუაძე.