საქალაქო სასამართლოში გიორგი მჟავანაძის და ნოდარ რუხაძის პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის სასაამრთლო დარბაზში გიორგი მჟავანაძე და "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნოდარ რუხაძე შეიყვანეს. 1 საათიანი შესვენება გამოცხადდა ლექსო მაჭაავრიანის პროცესზე. 

უფლებადამცველებმა პროცესზე პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენეს, რათა მას განემარტა კონკრეტულად რომელი კანონის შესაბამისად აუკრძალა ლექსო მაჭავარიანს გადაადგილება და დააპატიმრა. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მოსამართლემ სამართალდამცავებს 1 საათი მისცა ვიდეო მტკიცებულების წარმოსადგენად, სადაც ჩანს, რომ ოდესმე აქტივისტებს შეშა როგორც დანაშაულის იარაღი, ისე გამოიყენეს. 

"ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი გადაწყვეტილება, მე ასეთი ფაქტი არ მახსენდება, თუმცა, რომც წარმოადგინონ რაიმე ფაქტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლექსო მაჭავარიანი ამ შეშას ისე გამოიყენებდა როგორც იარაღს", - თქვა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი