თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს სამი გამომძიებელი და ერთი ექსპერტ-კრიმინალისტი დაკითხეს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მოწმეებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი და სისწორე სრულად დაადასტურეს. ორივე მხარის მტკიცებით, სამი საბურთალოელი პირისთვის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით წინა სხდომის შემდგომ არსებითი ცვლილება ჯერ არ მომხდარა. სამივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.
გამომძიებლებმა იმ საგამოძებო მოქმედებებზე ისაუბრეს, რაც მათ ჩააატარეს და მათი სისწორე დაადასტუირეს, რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამ პირთან მიმართებაში არანაირი მოლპარაკებები არ მნიმდინარეობს, - ამბობს პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი.
დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომაზე დააყენა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის, ხოლო სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მნხარის მოთხოვნა. ბრალდებული საბა ჩხარტიშვილი დღესდღეობით ისევ ინარჩუნებს დუმილის უფლებას, - ამბობს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს, ღამით მოკლეს, მისი მკვლელობის დეტალები ამ დრომდე არ არის დადგენილი.