მუსიკოსი და DJ მიხაილო თოდუა მის მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს თხოვს, რომ მისი პროცესის დროს სასამართლოში მივიდნენ და საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირონ. პრობაციის ეროვნულ ბიუროს მისი ციხეში დაბრუნება სურს. მუსიკოსი ამ გადაწყვეტილებას პარტია "გირჩის" ღონისძიებაზე დაკვრას უკავშირებს. სასამართლო პროცესი დღეს, 11 ნოემბერს, 2 საათზეა ჩანიშნული.
"შეთანხმებული მქონდა, სანამ წავიდოდი დასაკრავად ერთადერთი რასაც ვფიქრობ, რატომაც არ მეთვლება ეს ივენთები, არის ალბათ პოლიტიკური, რადგან გირჩის მიერ ორგანიზებულ ივენთებზე დაკვრა ვიღაცას ალბათ არ ესიამოვნა. ვერ ვხვდები რისთვის ვისჯები საერთოდ და აქედან გამომდინარე, ვერც ლოგიკურად ვიმსჯელებ და არც ის ვიცი პირდაპირ სასამართლოდან გამიშვებენ ციხეში თუ არ გამიშვებენ", - ამბობს მიხეიალო თოდუა.
შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.
შინაპატიმრობის წესების მიხედვით, მიხაილო ვალდებულია სახლ 9 საათზე იყოს და მუდმივად ატაროს ელექტრო სამაჯური.