
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ორი კაცი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი - 53 წლის - გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო. პაციენტი ლაგოდეხის კოვიდ მიმღებ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
მეორე გარდაცვლილი კი ლაგოდეხიდან იყო - პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ორივე მათგანი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
ამ დროის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობა 1216-ია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში რეკურდულად ბევრი - 45 ინფიცირებული გარდაიცვალა. გარდა ამისა, კორონავირუსი დამატებით 2 911 ადამიანს დაუდასტურდა.
ავტორი: ია გულიაშვილი