54 წლის მამაკაცი, რომელიც 15 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.
დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებული წარსულში სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა, ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს 54 წლის მამაკაცი 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავეს.
შსს გამოიძიებას 138 მუხლით აწარმოებს, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.