ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოსის, მიხაილო თოდუას სასამართლო პროცესი იწყება. პრობაციის ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობიდან მის ისევ ციხეში დაბრუნებას ითხოვს. მიხალომ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ციხის დატოვების შემდეგ, პრობაციის ეროვნულ ბიუროსთან შეთანხმდა, რომ ცნობების წარდგენის შემთხვევში, ყველა ივენთის შემდეგ გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლებოდა.
მისი თქმით, ერთი წლის განმავობაში 28 ივენთში მიიღო მონაწილეობა, აქედან მას საპატიოდ მხოლოდ 13 და 17 რიცვების ღონისძიებებს არ უთვლიან, რა დროსაც ის "გირჩის" შეხვედრებზე უკრავდა. სასაამრთლოს ეზოში მიხაილოს მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.
"არ სჭირდება ამას დიდი პროფესიონალი იურისტი, რომ მიხვდეს, ამ საქმეში თავიდან ბოლომდე უსაფუძვლოა, უბრალოდ არის ალბათ ერთი ადამიანის ახირება, რომელსაც უნდა, რომ ეს ორი ივენთი საპატიოდ არ ჩამითვალოს, სხვა არანაირი სამხილი აქ არ არის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ ვერ ვნახულობ ვერცერთ მიზეზის, გარდა იმისა, რომ ეს იყო გირჩის პოლიტიკური ივენთი და ვიღაცას არ მოეწონა... ვერ ვხვდები საერთოდ რამის უფლება თუ დამრჩა", - თქვა მიხაილო თოდუამ.
მისი თქმით, პრობაციის ეროვნული ბიურო მის ციხეში დაბრუნებას წელიწადით და 1 თვით ითხოვს, მიზეზად კი პრემიერის განკარგულების დარღვევას ასახელებს. მუსიკოსიც და მისი ადვოკატიც ფიქრობს, რომ მიხაილოს ეს განკარგულება არ დაურღვევია, რადგან ის არ გასართობ საღამოზე, არამედ პოლიტიკურ შეხვედრაზე უკრავდა და პოლიტიკური შინაარსის შეხვედრები აკრძალული არ იყო.
სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და "გირჩის" წევრები. პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ მიხიალოს დაიჭერენ, ის შეიძლება განიხილონ, როგორც პოლიტკური პატიმარი.
"ჩემი აზრით, ცალსახად პოლიტიკური ამბავია, თავისი ჭკუით ალაბთ სჯიან, ერთი მხრივ გირჩს და მეორე მხივ სჯიან ამ ადამიანს, რომ გირჩთან ითანამშრომლა. მხოლოდ გირჩის ივენთზე არ არის საუბარი, თუმცა გირჩის მიერ მოწყობილი ღონისძიების შემდეგ ატეხეს ეს ამბავი", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
მუსიკოს და სამოქალაქო აქტივის, დათო გაბუნიას თქმით, სახელმწიფო ამ ყველაფერს "მასზე ზრუნვის" ეგიდით აკეთებს და ეს ყველაფერი უკანასკნელი უტიფრობა და სიდებილეა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ამბობს, რომ მუსიკოსის, მიხაილო დოთუას, მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიხაილო თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპროცესო შეთანხმების შეთავაზების მიუხედავად, 20 000 ლარის არქონის გამო სასჯელს ციხეში იხდიდა. 6 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, 2019 წელს მან საპატიმრო დატოვა და სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.