ხმაური საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან - "დღეს გვიფორმებენ გაყალბებულ არჩევნებს"

გამოქვეყნდა:
განახლდა:

ხმაურია საბურთალოს N2 და N3 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც შემაჯამებელ ოქმებს ადგენენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ შემაჯამებელი ოქმებით ოფიციალურად გაფორმდება გაყალბებული არჩევნების შედეგები. 

"ივანიშვილისა და ჟვანიას დავალებით არ განიხილეს არც ერთი ოპოზიციური საჩივარი და გაყალბებული არჩევნების საფუძველზე აფორმებენ შედეგებს, რაც დაუშვებელია. ყველა, უნდა გააპროტესტოს ფაქტი, ვისაც ღირსება გააჩნია. დღეს შეიარაღებული პოლიციაც დაგვიპირისპირეს, რათა მშვიდობიანი პროტესტი არ მივიყვანოთ ლოგიკურ შედეგამდე. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" კომისიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა - დიდი პატივისცემა მათ. მოვუწოდებ სხვებსაც, ნუ მოაწერენ ხელს დანაშაულებრივ საბუთებს", - ამბობს აქციის მონაწილე. 

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ქეთევან შარუხია, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა შენობა, ამბობს, რომ მან "მორალური უფლების" საფუძველზე არ მოაწერა ხელი გაყალბებულ ოქმებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გარდა, ხმაურია ბათუმისა და გორის საოლქო საარჩევნო კომისიებთანაც. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ყველგან იდენტურია - რომ არ გაფორმდეს გაყალბებული არჩევნები. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი