გორში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა პოლიციის ალყაშია, მოქალაქეები არჩევნების მოპარვას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების ბოლო დღეა. მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიებში ოპოზიციის თითქმის ყველა საჩივარი უგულებელყოფილია და საჩივრების განხილვაზე უარი თქვა სასამართლომაც, ოპოზიცია ქვეუყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან იკრიბება, გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. 

ხმაურია ამ წუთებში გორში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციის კორდონის პირისპირ დგანან: შენობა პოლიციის ალყაშია. მოქალაქეები საოლქო კომისიის წევრების გასაგონად სკანდირებენ "მონებო!"

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საოლქო კომისიას გაყალბებული  შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების უფლებას არ მისცემენ. 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი