ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა. 

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი