
ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შენგელია "ფეისბუქით" ავრცელებს:
ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!" წერს გეგა შენგელია.