
COVID-19 -ით ინფიცირებულებს სამედიცინო სერვისების მისაღებად პოლიციის გამოძახება სჭირდებათ. ინფიცირებულების თქმით, სიმპტომების დამძიმების მიუხედავად, მათთან მედიკოსები აღარ მიდიან. "მთავართან" სატელეფონო საუბრისას ერთერთი ინფიცირებული ამბობს, რომ მასთან მანამ არ მივიდა სასწრაფო დახმარება, სანამ გონება არ დაკარგა.
"ექიმს რომ ვურეკავდი - ჰაერი არ მყოფნის, თავი მტკივა, წნევის გაზომვა მინდა, წნევის გასაზომად მე ვერ ამოვალო, არ მაქვსო უფლებაო. ჩვეულებრივ ჩვენ გვაქვს მხოლოდ პარაცეტამოლი, სხვა წამალიო არ მოგვეპოვებაო, თქვენ უნდა გქონდეთ სხვა წამალიო. შევედი საპირფარეშოში და დავკარგე გონება. დედას შეეშინდა ძალიან და დარეკა, სასწრაფო და პოლოცია ერთად მოვიდა. ყველა იმას მეუბნებოდა, რომ ძაან კარგად ხარ და არაფერი არ გჭირსო" - ამბობს კოვიდინფიცირებული.
ამ დროისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.