ქუჩებში COVID-19-ის ტესტები ყრია - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში ერთერთი მოქალაქე ვიდეოს ავრცელებს, სადაც გამრეკელის 15 N-ში ქუშაში კორონავირუსის ტესტები, დადებით-უარყოფითი პასუხებით  ყრია. პოსტის ავტორი განმარტებებს ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვს და გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 69 681
  • გამოჯანმრთელებულია -  52 169
  • გარდაცვლილია - 599
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 506
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  3 311
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი