დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1 033 თბილისიდანაა, 502 აჭარიდან, 517 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 12 ნოემბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევის რეგინალური გადანაწილება საკოორდინაციო საბჭოს მონაცემების მიხედვით შემდეგია: 

რეგიონული განაწილება სრულად შემდეგია:

  • თბილისში - 1 033
  • აჭარაში -  502
  • იმერეთში - 517
  • ქვემო ქართლში - 192
  • შიდა ქართლში - 126
  • გურიაში - 95
  • სამეგრელო -ზემო სვანეთში - 332
  • კახეთში - 100
  • მცხეთა-მთიანეთში - 107
  • სამცხე-ჯავახეთში - 95
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.

რაც შეეხება დღეს გარდაცვლილი 33 პაციენტს, მათგან 11 თბილისში დაიღუპა, 11 აჭარაში, 7 იმერეთში, 1-1 გურიასა და ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში კი 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 652 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 329 პირია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 69 681
  • გამოჯანმრთელებულია -  52 169
  • გარდაცვლილია - 599
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 506
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  3 311
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი