რუსთავში "აჭარა ფეის" ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 21 და 20 წლის პირები დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია "აჭარა ფეის" ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი - 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - წერია უწყების განცხადებაში. 

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი