ეს ჩემი დაშინების მცდელობაა - ივანე ბურდული ყალბ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და დაპატიმრებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

ივანე ბურდულს, ცესკოს ოცწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელს, რომელმაც არჩევნებიდან მეორე დღეს "მთავარი არხის" ეთერში ამხილა ცესკოს გაყალბების სქემა, შესაძლოა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხილება პატიმრობის ფასად დაუჯდეს.

სახელისუფლო მედია უკვე ავრცელებს ყალბ ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც ივანე ბურდულის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. თავად ივანე ბურდული მის დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრა ჩანაწერებში ასახულ თანამშრომელთან არ შემდგარა.

დღეს გავრცელდა ეს ჩანაწერი, რომ თითქოს მე ჩემს თანამშრომელს ვესაუბრები და ვთავაზობ მას ქრთამს, ეს არის ჩემი დაშინების მცდელობა, იქ უშვერად მოხსენიებული არიან ჩემი თანამშრომლები, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ ვუფრთხილდები მე ურთიერთობებს და სწორედ აქ მირტყამენ ლახვარს. მსგავსი საუბარი არ შემდგარა, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი დამონტაჟებულია, თუმცა, ამ ტექნიკურ დეტალებში მე ვერ ვერკვევი. არ გამოვრიცხავ, დამაკავონ, თუმცა, საგამოძიებო უწყებიდან ჯერ არავინ დამკავშირებია, - ამბობს ივანე ბურდული. 

ივანე ბურდული "ცესკოში" საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო 6 ნოემბერს დატოვა.  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი